აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში გიდებისთვის ტრენინგები იწყება.

22 მარტი 2017, 20:00 1246 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში გიდებისთვის ტრენინგები იწყება. მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია სააგენტოში 5 აპრილამდე გრძელდება. 60 გიდს  მთიანი აჭარის 4 ტურისტული მიმართულებით  გადაამზადებენ. რომლებიც   მაჭახელას დაცული ტერიტორია , ქედის ღვინის,  მაღალმთიანი აჭარაში კი  ჩირუხის, სხალთა - ხიხანისა და  გოდერძი - მწვანე ტბის მარშრუტზე იმუშავებენ ასევე  კინტრიშის, მტირალას, ისპანის ჭაობისა და  გადამფრენი ფრინველების ტურისტულ პროდუქტს შეისწავლიან. 
ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ის მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სალექციო პროგრამას, რომელიც როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ასევე, უშუალოდ ტურისტულ მარშრუტებზე ჩატარდება. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ჩაატარებენ.  სატრენინგო პროგრამაში ჩართვა მოქმედი გიდების გარდა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მსურველებმა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ან გამოგზავნონ ჩV ელექტრონულ ფოსტაზე Agency@gobatumi.com, ასევე ინფორმაცია რომელ ენოვანი გიდია და რომელი მიმართულებით სურს გადამზადება.  

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი