სალონური საღამო

22 მარტი 2017, 20:00 556 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ბათუმის ხელოვნების ცენტრში მორიგი სალონური საღამო ჩატარდა. ,,სტუმრად ვახტანგ ღლონტთან“ პროექტის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა, ჟურნალისტმა სულხან დევაძემ მაყურებელს ფლამენკოს მეფე პაკო დე ლუსიას ცხოვრება და შემოქმედება გააცნო. სტუმარმა ასევე პაკო დე ლუსიას შემოქმედებიდან რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა.  სალონური საღამოები, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მესამე წელია ტარდება.
 

ამავე კატეგორიაში