,,ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ამ კვირაში აპირებს

20 მარტი 2017, 20:00 791 ნახვა

,,ქართული ოცნება"  პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ამ კვირაში აპირებს, საპარლამენტო ოპოზიცია კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იწონებს. ფარული მიყურადების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს შესახებ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ. სამი კვირის წინ დამტკიცებულ ცვლილებათა პაკეტს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა. გიორგი მარგველაშვილის ერთ-ერთი შენიშვნა იმ სააგენტოს უკავშირდება, რომელსაც, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება ექნება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონის მისაღებად დადგენილი ვადა 31 მარტს იწურება.

ამავე კატეგორიაში