აქცია საპატრულო პოლიციასთან

08 მარტი 2017, 20:00 856 ნახვა

„გადადგეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი“, - ამ მოთხოვნით დღეს პოლიციის მთავარ შენობასთან მძღოლების აქცია გაიმართა. ისინი პოლიციის უფროსს ჰომოფობიასა და მუქარაში ადანაშაულებდნენ.  აქციის ერთერთი მონაწილე არსენ ვარშანიძე აცხადებს, რომ ის ორჯერ უსამართლოდ დააჯარიმეს და, წინააღმდეგობის გაწევის გამო, დაემუქრნენ. აქციაზე  არასამთავრობო ორგანიზაცია  „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. მერაბ ღოღობერიძემ  საგამოძიებო ორგანოებს   კახაბერ ბუხრაძის საქმიანობით დაინტერესება და  დეპარტამენტის ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტება მოთხოვა. 
 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის უფროსზე გენინსპექციაში საქმე არ არის აღძრული. რაც შეეხება ადგილობრივი კადრების ჩანაცვლებას, უწყების ინფორმაციით, ეს როტაციას უკავშირდება. კახა ბუხრაძე აჭარის საპატრულო პოლიციას 2 თვეა ხელმძღვანელობს.

ამავე კატეგორიაში