C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა

27 თებერვალი 2017, 20:00 689 ნახვა

„საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია,  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. პროგრამა გრძელდება უწყვეტად, დაავადების სრულ აღმოფხვრამდე.“, -   ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
    დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროგრამაში 32 ათასი პაციენტი ჩაერთო. შემთხვევების 90%-ში  მკურნალობა წარმატებით დასრულდა. აქტიურად მიმდინარეობს სკრინინგული ღონისძიებები. 
    საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე, შეუძლია  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლოს და უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ მიიღოს.

ამავე კატეგორიაში