საკრებულოს სხდომა

26 თებერვალი 2017, 20:00 1034 ნახვა

 საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენლებმა დოკუმენტი „ბათუმის ისტორიული ნაწილის დაცვის, რეაბილიტაციისა და პერსპექტიული განვითარების ხედვა“  დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე  წარადგინეს. საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი გეგმის მნიშვნელობაზე საუბრობს და ქალაქის მერიას, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვების გაცემაზე, მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. იგივე აზრს იზიარებს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც. გიორგი კირთაძემ დღეს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და ლაშა სირაბიძე გააკრიტიკა. 
 
     ძველ ბათუმში მშენებლობებთან დაკავშირებით საკითხის შესწავლის აუცილებლობაზე  საკრებულოს თავმჯდომარე საუბრობს. ლაშა სირაბიძე ფიქრობს, რომ საკითხი რთულია, თუმცა,  მშნებლობის ნებართვების სრულ აკრძალვას  ის არამართებულად მიიჩნევს. სხდომაზე, ასევე, დეპუტატების ნაწილი ამბობდა, რომ ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ხელახლა უნდა აღიწეროს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელ ნათია აფხაზავას პროტესტი მოჰყვა. 
 
   დღესვე დეპუტატებმა დღის წესრიგით გაწერილ  რამდენიმე საკითხზეც იმსჯელეს. ერთერთს, ხელვაჩაურის დასახლებასა და ლეონიძის ქუჩაზე მიწის ნაკვეთების  აჭარის მთავრობისთვის საკუთრების უფლებით გადაცემას დეპუტატებმა კენჭი უყარეს და საკითხი დადებითად გადაწყდა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე საავტომობილო გზის გაყვანა იგეგმება. დღესვე, დეპუტატებმა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დასახლებული სამი ოჯახისთვის ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხს უყარეს კენჭი.  ეგარსლან ლომაძის განცხადებით,   ბაღის ტერიტორიაზე კიდევ სამი ოჯახი რჩება საცხოვრებელი ფართებით დასაკმაყოფილებელი. 
  საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გაწერილი ცხრავე საკითხი განიხილეს.

თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი