დღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა დაიწყო

26 თებერვალი 2017, 20:00 787 ნახვა

დღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა დაიწყო. მორწმუნეებისთვის  პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით, ეკლესიური ადამიანები მთელ კვირას უზეთო საჭმელს იღებენ, ვისაც ეს არ შუძლია, წესის დაცვას ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს. 
    პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს.
   კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება. 
   დიდმარხვა 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი