მიტროპოლიტის განცხადება

26 თებერვალი 2017, 20:00 780 ნახვა

„თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება“, - აცხადებს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი.
   მეუფე დიმიტრი მიიჩნევს, რომ პროცესი მთლიანად ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული. 
   მიტროპოლიტი აცხადებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმციას ვერ დაარღვევს და ვიდრე ბრალი არ დაუმტკიცდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მეუფე განმარტავს, რომ თუ ეს დამტკიცდა, მამალაძე   პროცესს მარტო ვერ დაგეგმავდა.
   რაც შეეხება იმას, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მასთან დაახლოებული პირია, მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მამალაძე ბათუმში მოძღვრად  მან აკურთხა, თუმცა, თბილისში დეკანოზი მისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა.

ამავე კატეგორიაში