Visit Batumi­ | Invest Batumi

26 თებერვალი 2017, 20:00 826 ნახვა

დღეს ასტანა საინვესტიციო ფორუმს - Visit Batumi­ | Invest Batumi უმასპინძლებს. ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.
     საინვესტიციო ფორუმში, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად,  რეგონის ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრებიი და  ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები  მონაწილეობენ.
    ფორუმის მიზანი აჭარასა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების  გაღრმავებაა. 
    ქართული მხარე ყაზახ  ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივისა და აჭარაში საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ ინფორმაციას დეტალურად მიაწოდებს, ასევე, საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

ამავე კატეგორიაში