ეკომიგრანტები გადაწყვეტილების მოლოდინში

26 თებერვალი 2017, 20:00 730 ნახვა

ამ დროისთვის ქედაში, მეწყერსაშიშ ზონაში 45 ეკომიგრანტი ოჯახი რჩება. მათ შორისაა სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი, რომლებიც, გეოლოგების დასკვნით,  განსახლებას ექვემდებარებიან. ქედის გამგებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე   კატეგორიებს განსაზღვრავენ. წელს ქედის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით ეკომიგრანტთა საცხოვრებელ არ ააშენებენ, თუმცა, გრძელდება პროგრამა, რომელიც საცხოვრებელი სახლების შესაძენად  25 ათასი ლარის გაცემას ითვალისწინებს. „საკითხს  ქედის გამგეობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად გადაწყვეტს“,  - აცხადებს ქედის გამგებელი  დავით დუმბაძე.

ამავე კატეგორიაში