ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზები

26 თებერვალი 2017, 20:00 814 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროს სვეტლანა ნიორაძის პროგნოზით, ხვალიდან შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან თბილი ჰაერის მასები  გავრცელდება, რის გამოც, მომდევნო 3 დღის განმავლობაში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი.
 1 მარტს დათბება და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +19, -24 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი +14, +19 გრადუსამდე დათბება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი 17-22 მეტრ წამამდე.

 

ამავე კატეგორიაში