დღეს წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა

17 ოქტომბერი 2016, 20:00 1433 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა.

წმიდა გრიგოლ ხანძთელი არქიმანდრიტი იყო. იგი დაახლოებით 759 წელს დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა და ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. მღვდლად კურთხევის შემდეგ სულიერ ძმებთან ერთად ხანძთაში გადავიდა და იქ მათთან ერთად უმძიმეს პირობებში მონასტრის მშენებლობა დაიწყო. წმინდა მამას ღვთისგან წინასწარ ეუწყა გარდაცვალების დღე. ის 861 წელს აღესრულა.  ანდერძისამებრ, ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის დაკრძალეს.

 

ამავე კატეგორიაში