მასწავლებელთა საერთაშორისო დღე

04 ოქტომბერი 2016, 20:00 788 ნახვა

დღეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბათუმის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიულ დღესთან ერთად სკოლის 115 წლის იუბილეც აღნიშნეს. წელს სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. “საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების” ფარგლებში გარემონტდა შენობა . სკოლა აღიჭურვა ახალი სასწავლო და საოფისე ინვენტარით. 2017 წელს სკოლაში დარბაზის მშენებლობაც დასრულდება. პედაგოგებს დღეს პროფესიული დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და განათლების მინისტრმა მიულოცეს.

ამავე კატეგორიაში