პარკირების ნიშნები შშმ პირთათვის

25 სექტემბერი 2016, 20:00 763 ნახვა

 

 

ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, დღეს დილიდან პარკირების ნიშნები ეწყობა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიგა ჩხეიძის თქმით, პარკირების ნიშნები, ეტლით მოსარგებლეთათვის, ძირითადად, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიებზე განთავსდება. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ეტლით მოსარგებლეთათვის, სპეციალურად გამოყოფილი ადგილები ლურჯად მოინიშნა.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში