ცესკო-ს საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში

22 სექტემბერი 2016, 20:00 868 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმიანობას ასახავს. არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 12 აგვისტოს მდგომარეობით, 3 მილიონ 510 ათას 514-ს შეადგენს, მათ შორის 54% ქალი და 46% კაცია. მიმდინარე წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრაციაში გატარდა 25 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი, 28 პარტიას კი გაუუქმდა რეგისტრაცია. ასევე რეგისტრირებულია 61 საინიციატივო ჯგუფი. რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, 8 ოქტომბრის არჩევნები 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 3 ათას 634 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. სხვა სახელმწიფოებში შეიქმნა 56 უბანი. ავღანეთში კი - 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები.

ცესკოს მიერ წარდგენილი შუალედული ანგარიშის მიხედვით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით , ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაცია 74-მა ადგილობრივმა და 32-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიარა. ცესკო-ს ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს და შეთანხმდნენ, რომ ,თავისი საქმიანობის განხორციელებისას, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

ამავე კატეგორიაში