ბათუმის მერის იმპიჩმენტის საკითხი

21 სექტემბერი 2016, 20:00 1034 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერის იმპიჩმენტის საკითხზე პროცედურებს იწყებს და საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციასთან კონსულტაციებს გეგმავს. გიორგი ერმაკოვის გადაყენების მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზად, ოპოზიცია მერის ბოლო ინიციატივას ასახელებს. კირთაძე განმარტავს, რომ არჩევნებამდე 17 დღით ადრე, საბიუჯეტო ცვლილების განხორციელების მოთხოვნა ამომრჩევლის მოსყიდვაა და ამ ქმედებით, ბათუმის მერი საბიუჯეტო და საარჩევნო კოდექსს არღვევს. 
მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ თანხა, 1 წლის განმავლობაში მომხდარი სხვადასხვა სტიქიური მოვლენის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოიყო. მისივე თქმით, ფინანსებს დღემდე ცენტრალური ხელისუფლებისგან ელოდნენ. არჩილ ვანაძის ინფორმაციით, 2 მილიონ 250 ათასი ლარი პრივატიზების ხარჯზე მიიღეს. მერიაში ამბობენ, რომ გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილება კანონიერია, რადგან საარჩევნო კოდექსის შეზღუდვა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე არ ვრცელდება.

ამავე კატეგორიაში