უმაღლესი საარჩევნო კომისიის ხდომა

23 აგვისტო 2016, 20:00 800 ნახვა

დღეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ოლქებსა და უბნებში სხდომაზე დასწრების უფლების მინიჭებაზე იმსჯელეს. კომისიის წევრებმა, ასევე, ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებულ დადგენილებაზე ისაუბრეს. თუ აქამდე მაჟორიტარებსა და პროპორციული სიით გამარჯვებულ კანდიდატებს, „აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის თანახმად, ორი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უნდა წარედგინათ, კომისიის წევრების დღევანდელი გადაწყვეტილებით ისინი მხოლოდ ერთ ცნობას წარადგენენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელტან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, უსკოს კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია აცხადებს, რომ კომისია მას ხვალ განხილავს.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში