ასლან აბაშიძის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა

10 აგვისტო 2016, 20:00 892 ნახვა

    ასლან აბაშიძის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ასლან აბაშიძეს ბრალად ნოდარ იმნაძის მკვლელობაც ედებოდა.

ადვოკატ პაატა ბოლქვაძის თქმით, ასლან აბაშიძეს  ნოდარ იმნაძის ოჯახის სასარგებლოდ 100 ათასი ლარის,   ხოლოდ 30 ათასი ლარის გადახდა თენგიზ ასანიძის სასარგებლოდ დაეკისრა.

ამავე საქმეში ბრალი ჰქონდა წაყენებული ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრს – იოსებ გოგიტიძეს. მას სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ნაწილობრივ გამართლა მაშინდელი უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი – ამირან კურცხალიძე. მას მხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაეკისრა 6 თვით პატიმრობა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა დავით ხალვაშს, იგივე „ქელფეთას“. ის ასლან აბაშიძის პირადი დაცვის უფროსად მუშაობდა და ერთადერთია ამ საქმეში, ვინც სასჯელს უკვე იხდის.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო, მაგრამ სასჯელი არ შეუფარდა აბაშიძის მთავრობის კიდევ ორ მაღალჩინოსანს – ჯემალ გოგიტიძეს და ელგუჯა  ჯინჭარაძეს. ისინი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსკოვში გარდაიცვალნენ.

ამავე კატეგორიაში