დღეს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება

27 ივლისი 2016, 20:00 806 ნახვა

დღეს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება, წლევანდელი სლოგანი კი არის ”იცოდე ჰეპატიტის შესახებ - იმოქმედე ახლავე”. თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური ცენტრი გაიხსნა, სადაც C ჰეპატიტის ილუმინაციის უფასო სკრინინგის პროგრამა ამოქმედდა. მსურველებს ორი კვირის განმავლობაში აქციაში უფასოდ ჩართვა შეეძლებათ. სკრინინგის პროგრამას აჭარის მთავრობის მეთაური მეუღლესთან ერთად შეუერთდა. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, C ჰეპატიტის ილუმინაციის პროგრამით, აჭარაში უკვე 400 ადამიანი განიკურნა, ხოლო მკურნალობის პროგრამას 800 გადის. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში, დაახლოებით 400 მილიონი ადამიანია ინფიცირებული B და C ჰეპატიტებით, რაც 10-ჯერ მეტია აივ-ინფიცირებულთა რაოდენობაზე.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში