2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის პირველი შედეგი

21 ივლისი 2016, 20:00 904 ნახვა

‘მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებაში პროგრესი შეიმჩნევა“, - ასეთია ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის პირველი შედეგი. 
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიამ, „ინტერნიუს - საქართველომ“ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (CDI) - საარჩევნო მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში დღეს გამოაქვეყნეს. 
„ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვხედავთ პროგრესს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აშუქებს მედია წინასაარჩევნო პროცესებს და რამდენად ობიექტურია იგი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალი არჩევნებისთვისაც“, - განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ნაცვლიშვილმა. 
მედიამონიტორინგი მიმდინარე წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და ის არჩევნების გაშუქებას 40-ზე მეტ მედიასაშუალებაში აფასებს.

ამავე კატეგორიაში