აჭარაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა

14 ივლისი 2016, 20:00 999 ნახვა

        აჭარაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტ ცოტნე ანანიძის კითხვაზე-არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შეცვლა, უკავშირდება მმართველი გუნდის საარჩევნო სტრატეგიას თუ პოლიტიკური საფუძვლები უდევს? გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი პოლიტიკური წარსული და გადაწყვეტილებები გაიხსენა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ მიიღო. არჩილ ხაბაძის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, მისი საარჩევნო პროცესებში ჩართვის სურვილის გამჟღავნების შემდეგ,  დადებითად შეაფასა. 

ამავე კატეგორიაში