მუნიციპალური ბიუჯეტი ხვალ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს

10 ივლისი 2016, 20:00 958 ნახვა

1 მილიონ 63 ათასი ლარით გაზრდილი მუნიციპალური ბიუჯეტი ხვალ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. დღეს თვითმმართველობის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ხვალიდელი სხდომის დღის წერიგი განიხილეს. კომისიის თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა „აჭარის რადიოსთან“ საუბარში აცხადებს, რომ დამატებით შემოსავლებში ყველაზე მეტი, 850 ათასი ლარი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელია. მისი განცხადებით, ამ თანხიდან მნიშვნელოვანი პროცენტი ინფრასტურქტურის მოწერიგებასა და განათლების ხელშეწყობის პროგრამებზე გადანაწილდება.

თენგიზ აფხაზავას განმარტებით, კომისიის დღევანდელ სხდომას ოპოზიციონერი დეპუტატებიც დაესწრნენ, რომელთაგან ბიუჯეტის ცვლილებებზე პრეტენზიები, ასევე, თანხით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობის შეფასებები კომისიის თავმჯდომარეს არ მოუსმენია. დეპუტატი კანონს იშველიებს და აზუსტებს, რომ მსგავსი ცვლილებების განხორციელების უფლება თვითმმართველობას 8 აგვისტომდე აქვს.

ავტორი: ხათუნა შუშანიძე

 
 
 

ამავე კატეგორიაში