''ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' პარტიულ სიას პრემიერ-მინისტრი წარადგენს

10 ივლისი 2016, 20:00 952 ნახვა

''ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' პარტიული სიის პრეზენტაცია მიმდინარე კვირას გაიმართება”, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სიას პრემიერ-მინისტრი წარადგენს. 
”საზოგადოება გაიგებს, ვინ რა უბანზე იქნება პასუხისმგებელი თავისი ხალხის წინაშე”, - განაცხადა ქუცნაშვილმა. 
ამ დროისთვის ზაქარია ქუცნაშვილი არ საუბრობს იმაზე, თუ რა სახით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

ამავე კატეგორიაში