ვარშავაში ნატო-ს სამიტი ოფიციალურად გაიხსნა

07 ივლისი 2016, 20:00 908 ნახვა

ვარშავაში ნატო-ს სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში ნატო-ს გენერალური მდივანი და პოლონეთის პრეზიდენტი მონაწილეობენ. ერთობლივი ფოტოს გადაღების შემდეგ, პირველივე ღონისძიება, რომელზეც ნატო-ს 28 წევრისა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაა, რომელიც პრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურების დონეზე გაიმართება. დღესვე შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს სულ 58 ოფიციალური დელეგაცია ესწრება. მათ შორის არის ნატო-ს 28 მოკავშირე და მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად გახდება ალიანსის წევრი.  26 პარტნიორ ქვეყანას შორის წარმოდგენილია საქართველოც. სამიტში ასევე მონაწილეობენ გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. ორდღიან სამიტს დაახლოებით 2500 დელეგატი  ესწრება. ღონისძიებას მედიის 2000-მდე წარმომადგენელი აშუქებს.

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის სამიტის ფარგლებში,   ნატოს გენერალურ მდივანს პირისპირ შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას  საქართველო - ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს. მხარეებმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი