შრი-ლანკაზე   აფეთქების  შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ადამიანს გადააჭარბა

21 აპრილი 2019, 18:30 1674 ნახვა

შემზარავი ტრაგედია ქრისტიანებისთვის, შრი-ლანკის მოსახლეობისა და საერთაშორისო  საზოგადოებისთვის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების  სერიას. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ  გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს  შრი-ლანკაზე   ეკლესიებზე,  სასტუმროებსა და ზოოპარკში მომხდარი 8 აფეთქების  შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ადამიანს გადააჭარბა. დაშავებულია 500-მდე. დაღუპულთა დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდების, ჩინეთისა და პორტუგალიის  35 მოქალაქეა. 

ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე დაადგინა თავდასხმების ორგანიზატორები. დაკავებულია 7 ეჭვმიტანილი.  ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადეს.   დაბლოკილია ძირითადი  სოციალური  ქსელები. შრი-ლანკის ხელისუფლებას და ხალხს დატრიალებული ტრაგედიის გამო მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები უსამძიმრებენ.

ამავე კატეგორიაში