ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

21 აპრილი 2019, 13:00 1709 ნახვა

ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით დაიწვა სახლის სხვენი და 3 ოთახი ,დამწვარია სახურავიც, ასევე დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.

ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძარი სავარაუდოდ სანთლისგან გაჩნდა, თუმცა გამომწვევი მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გამოძიება შსს-ს ინფორმაციით 187 -ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში