თხილის პარაზიტები - ფერმერები დახმარებას ითხოვენ

18 აპრილი 2019, 00:00 1325 ნახვა

დაზიანებულია თხილის ნარგავები ქედაში. მრავალწლოვან კულტურას  სამი დაავადება ერთდროულად გაუჩნდა. ამასთან მცენარის ყლორტში შეინიშნება ტკიპა. ფერმერები მავნებელთან გამკლავებას ვერ ახერხებენ და დახმარებას სახელმწიფოსაგან ელიან.

ამბობენ, რომ მავნებლისა და დაავადებების გავრცელების გამო თხილის მოსავალს განახევრება ელოდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი ფერმერებს მხოლოდ კონსულტაციებს სთავაზობენ.

ცნობისთვის, ქედაში ფერმერების ნაწილმა, თხილით ბოსტნეული კულტურები ჩაანაცვლეს, იმის იმედით, რომ მეტ შემოსავალს მიიღებდა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი