ბათუმი ღამის მარათონს უმასპინძლებს

18 აპრილი 2019, 00:00 1067 ნახვა

20 აპრილს, ბათუმი მასშტაბურ, საერთაშორისო ნახევარმარათონს „Great Batumi Night Race” მეორედ უმასპინძლებს. მარათონში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის 35 ქვეყნიდან 1700-მდე  პროფესიონალი და მოყვარული მძლეოსანია რეგისტრირებული. 21 კმ დისტანციაზე  ნახევარმარათონი სტარტს სასტუმრო კოლიზეუმ მარინასთან შაბათს, 19:30  წუთზე აიღებს. მხიარული გარბენი რომელიც 10 კმ შეადგენს 19:10 წუთზე დაიწყება.

ასევე  ჩატარდება ორი ბავშვთა გარბენი 500 და 1000მ  დისტანციაზე. მარათონისთვის საღამოს 6 საათის შემდეგ ეტაპობრივად გადაიკეტება ხიმშიაშვილის, რუსთაველის აბაშიძის, კოსტავას  ქუჩები, სადაც ნახევარმარათონის სარბენი მარშრუტი გადის.  

ყოველ 5 კილომეტრში განთავსდება ძალის აღსადგენი ადგილები. სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი იქნება მარშრუტსა და START-FINISH-თან. თან. ნახევარმარათონის გამარჯვებულებს სოლიდური ჯილდო ელით. ღამის ბათუმის გარბენი მხარს უჭერს ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის პროექტს - ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში