პროკურატურის განცხადება

12 აგვისტო 2016, 00:00 2424 ნახვა

საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ”ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური, ასლან აბაშიძე დამნაშავედ სცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობაში და მკვლელობაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. სასამართლომ, ასლან აბაშიძესთან ერთად დამნაშავედ სცნო- აჭარის უშიშროების ყოფილი მინისტრი, იოსებ გოგიტიძე, აჭარის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ჯემალ გოგიტიძე, აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ელგუჯა ჯინჭარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის დაცვის ყოფილი უფროსი, დავით ხალვაში და აჭარის უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილი უფროსი, ამირან კურცხალიძე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი