ბათუმი-თბილისის მატარებელი ხაშურშია გაჩერებული 

17 აპრილი 2019, 00:00 4747 ნახვა

ბათუმი-თბილისის  მატარებელი, დაახლოებით ნახევარი საათია გაჩერებულია.

მგზავრები ამბობენ, რომ მატარებელი ხაშურთან მოულოდნელად შეჩერდა. მოქალაქეებმა შეფერხების ზუსტი მიზეზი არ იციან.

მათი თქმით, გამცილებლები სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდა. ცხელი ხაზის ოპერატორის განმარტებით, გაუთვალისწინებელი ხარვეზია, რის გამოც მატარებელი, დანიშნულების ადგილამდე, სავარაუდოდ, საათნახევრიანი დაგვიანებით ჩავა. 

მაუწყებელი დეტალებს კვლავ აზუსტებს და შეფერხების შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. 

მატარებელი ბათუმიდან 07:55 წუთზე გავიდა, თბილისში კი 12:50 უნდა ყოფილიყო. 

 

 

ფოტო: არქივი

ამავე კატეგორიაში