პრობლემები უნდა განიხილებოდეს მოლაპარაკებების ფორმატში - გამოხმაურება დირექტორის იმპიჩმენტზე

16 აპრილი 2019, 00:00 1073 ნახვა

„ძალიან ცუდი ელფერი აქვს ამ ყველაფერს“ - ასე გამოეხმაურა დღეს კიდევ ერთხელ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის განხილვის წამოწყებას საქართველოს სახალხო დამცველი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი შეფასებისგან თავს იკავებენ.

პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ არის ორი მხარე და ორივეს თავისი პოზიცია აქვს.  საკითხი ბორდსა და მენეჯმენტს შორის გადაწყდება - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. ოპოზიცია კი მიმდინარე პროცესის უკან - პოლიტიკურ გავლენას და ხელისუფლების ჩარევის მცდელობას ხედავს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში