ნაფიცი მსაჯულთა კანდიდატების შესარჩევი სხდომა

16 აპრილი 2019, 00:00 939 ნახვა

ნაფიცი მსაჯულთა  კანდიდატების  ხელახალი შესარჩევი სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში  ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ეს ნაფიცების შერჩევის  მესამე სხდომაა. წინა სხდომა დაცვის მხარის  შუამდგომლობით გადაიდო და ამ დრომდე კანდიდატები  მხარეებმა ვერ შეარჩიეს.

დაცვისა და ბრალდების მხარემ სულ 14 ნაფიცი უნდა შეარჩიოს და მათ  ვერდიქტი სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გამოიტანონ. საქმე ეხება  გასული წლის დეკემბერში მომხდარ შემთხვევას - 3 პირს ბრალად კაცის მძევლად აყვანა და ძარცვა ედებათ. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ბათუმში სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი ნაფიცმა  მსაჯულებმა უნდა  გამოიტანონ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში