მრჩეველთა საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ოთხსაათიანი შეხვედრა დასრულდა

15 აპრილი 2019, 00:00 1289 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს და დირექტორის რამდენიმე საათიანი შეხვედრა დასრულდა. მრჩეველთა საბჭომ დირექტორისგან მუშაობის სამთვიანი ანგარიში მოისმინა. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ნათია კაპანაძის მიმართ, ტელევიზიის შენობის, მაუწყებლის პრიორიტეტებსა და ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით გამოთქვეს პრეტენზიები. ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა გიგა ჩხარტიშვილმა, რომელმაც ირაკლი დარცმელიძესთან ერთად დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა.

კერძოდ, მისივე თქმით, აუდიტის დასკვნა ისე გაასაჯაროვა დირექტორმა, რომ მრჩეველთა საბჭო არ გაცნობია, ჩხარტიშვილი იმასაც, ამბობს, რომ ვერ მიიღო კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ხელმძღვანელობისგან რამდრნჯერმე გამოითხოვა.  დღევანდელ სხდომაზე  ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი არ განხილულა. მრჩეველთა საბჭოს წევრის განცხადებით, ამისთვის 10 დღიანი ვადა აქვთ.  

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში