დღეს აჭარის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დირექტორის იმპიჩმენტის თემა არ განიხილება

15 აპრილი 2019, 00:00 1477 ნახვა

ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო მრჩეველთა საბჭოს წევრები ტელევიზიის დირექტორს კითხვებს უსვამენ, კითხვები ეხება ტელევიზიის შენობას, გადაცემების ბადეს და იმ  მაუწყებლობის პრიორიტეტებს. სხდომას მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი ირაკლი დარმცელიძე არ ესწრება, დარმეცლიძეა ერთ ერთი წევრი, ვინაც დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა.

მანამდე მრჩეველთა საბჭოს წევრებმა დირექტორისგან პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშს მოისმინეს, რომელიც ფინანსურ და  შინაარსობრივ ნაწილს ეხებოდა. რაც შეეხება დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს, ნატა იმედიაშვილის ინფორმაციით, დღეს ეს საკითხი არ განიხილება, რადგან ამისთვის 10 დღიანი ვადა აქვთ. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში