''როსსელხოზნადზორის“ 18 ტონა ქართული ატამი საბაჟოზე არ გაატარა

11 აგვისტო 2016, 00:00 3740 ნახვა

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო „როსსელხოზნადზორის“ მიერ დაწუნებულ ქართულ ატამს ლაბორატორიული კვლევას ჩაუტარებს. ქართული მხარის განმარტებით, მომხდარი ფაქტი რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე „არანაირ უარყოფით ასახვას არ ჰპოვებს“. „ექსპორტის განხორციელებამდე სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ტვირთის ინსპექტირებას და სწორედ ინსპექტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი. ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი ტარდება ლაბორატორიული კვლევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება “ - განაცხადეს საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. საბაჟოზე 19 ტონამდე  ატამი არ გაატარეს. უწყების ცნობით, გუშინ ქალაქ კრასნოდარში საქართველოდან საავტომობილო ტრანპორტით ატმის პარტია ჩაიტანეს. შემოწმების დროს „როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხილი საშიშ კარანტინულ მავნებელს, „აღმოსავლურ ნაყოფჭამიას“ შეიცავს. 

ამავე კატეგორიაში