ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე დააკავეს

13 აპრილი 2019, 00:00 1930 ნახვა

ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით  მებაჟე,  საქართველოს მოქალაქეს, თურქეთიდან საქართველოში არადეკლარირებული საქონლის მალულად შემოტანას დაჰპირდა, რისთვისაც მოქალაქეს ქრთამის სახით ეტაპობრივად 5000 ლარი გამოართვა.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ამავე კატეგორიაში