ბათუმში ორ ქუჩაზე შუქნიშანი გაითიშა 

12 აპრილი 2019, 00:00 1473 ნახვა

ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში ყველა შუქნიშანი გათიშულია. ავტომობილების გადაადგილება გართულებულია.

არ მუშაობს არც ქვეითად მოსიარულეთა მარეგულირებელი ნიშანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ბათუმის ''ავტოტრანსპორტს'' დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ტექნიკური ხარვეზია და ჯგუფი ადგილზე უკვე გავიდა. მათივე განცხადებით, შუქნიშნები მალე ჩაირთვება. 

ამავე კატეგორიაში