დედაქალაქში გაფიცულ ტაქსის მძღოლებს ბათუმში სოლიდარობას უცხადებენ

11 აპრილი 2019, 00:00 1728 ნახვა

დედაქალაქში გაფიცულ ტაქსის მძღოლებს ბათუმში სოლიდარობას უცხადებენ.  მერიასთან მხარდასაჭერად სამი ტაქსის მძღოლი მივიდა. ისინი მძღოლების მოთხოვნებს ეთანხმებიან და ამბობენ, რომ დაგეგმილი ახალი რეგულაციები დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ბათუმის მერიასთან შეკრებილები ვარაუდობენ, რომ მსგავსი რეგულაციები აჭარაშიც ამოქმედდება და მძღოლების დიდი ნაწილი ხარჯებს ვერ დაფარავს.

სოლიდარობის აქციას ბათუმში ლეიბორისტული პარტიის წევრებიც შეუერთდნენ. 

დედაქალაქში ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი იმ რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ, რაც მათ ავტომობილის თეთრად გადაღებვას ავალდებულებს. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში