შეხვედრა მეფუტკრეებთან

11 აპრილი 2019, 00:00 1646 ნახვა

აზიური ფაროსანასგან დამცავი პრეპარატების ხარისხი დაასახელეს მეფუტკრეებმა  მთავარ პრობლემად  ქედაში.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგელებთან  შეხვედრაზე  ითქვა, რომ აზიური ფაროსანის შესაწამლი პრეპარატები ფუტკარზე უარყოფითად მოქმედებს.

უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრობლემა დაავადება ვაროვატოზმა გამოიწვია  და სამინისტროს მიერ მეფუტკრეების კონპენსაცია მოხდება. სპეციალისტების რეკომენდაციაა პრეპარატები, რომლითაც ფუტკარს წამლობას უტარებენ, კვალიფიციურ მაღაზიებში შეიძინონ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში