შესაძლოა მაჭახელაში ჰესი აღარ აშენდეს - თორნიკე რიჟვაძე

08 აპრილი 2019, 00:00 3687 ნახვა

მაჭახლის ხეობაში ჰიდროელექტროსადგური შესაძლოა, აღარ აშენდეს - ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძემ ამბობს, რომ მოსახლეობის მოთხოვნები და პროტესტი ხელისუფლებისთვის გასათვალისწინებელია, ამიტომ ამ საკითხზე ინვესტორთან და მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გაიმართება.

''ყურადღებით ვსწავლობთ მოსახლეობის პროტესტის მიზეზს, ამავე დროს ვმუშაობთ ინვესტორთან და ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს პროექტის არ განხორციელებას აღნიშნულ ხეობაში'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მთავრობის თავმჯდომარემ.

მაჭახლის ხეობაში მცხოვრებლები საქართველოს პრემიერ მინისტრს სთხოვენ, ეკონომიკის სამინისტროსა და ჰესის მშენებელ კომპანიებთან გაფორმებული ყველა მემორანდუმი გაუქმდეს.

ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე ათასობით მოქალაქის ხელმოწერას, მამუკა ბახტაძეს ბათუმიდან დღეს ფოსტით გაუგზავნეს.

მანამდე კი რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა. 

ამავე კატეგორიაში