„მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ“ - ბიძინა ივანიშვილი

08 აპრილი 2019, 00:00 1158 ნახვა

„მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ“, –პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა. ციტატა: „ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში. ბიძინა ივანიშილის განცხადებით, წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში