მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 375 ფაქტი გამოვლინდა

08 აპრილი 2019, 00:00 1086 ნახვა

გარემოსდამცველებმა 1 მარტიდან  31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 375 შემთხვევა დააფიქსირეს. მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

375-დან 16 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ყველაზე ნაკლები, მცხეთა-მთიანეთში 4 ფაქტი დაფიქსირდა.

''სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 29, იმერეთში _ 50, გურიაში - 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 12, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 16, შიდა ქართლში - 36, ქვემო ქართლის მასშტაბით - 48, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი - 49 ფაქტი დაფიქსირდა. 

თბილისში, მარტის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოვლინდა''- წერია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1135,55 მ3-მდე ხე-ტყე.​

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 70 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია 24 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

''ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2018 წლის ამავე პერიოდში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოვლინდა. ბოლო ერთ წელიწადში გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტების რაოდენობა თითქმის განახევრდა'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში