ნეშტები 2 წელი ტაძრის სარდაფში იყო დასვენებული - დეკანოზი იოანე

07 აპრილი 2019, 00:00 2355 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი ადასტურებს, რომ ფრიდონ ხალვაში ქუჩაზე სამარხები 2 წლის წინ გაიხსნა და 150-მდე ნეშტი ამ დრომდე საკათედრო ტაძრის სარდაფშია დასვენებული. დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, ეს დრო მიცვალებულთა ნაწილების დალაგებას და მოწესრიგებას დასჭირდა. მისი თქმით, მიცვალებულები საერთო სამარხში იყო და სასახლეებში მათი პატივით ჩასვენებას დრო დასჭირდა. რეპრესირებულთა შთამომავლების ნაწილმა ბათუმში, საერთო სამარხში აღმოჩენილი ნეშთებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარება მოითხოვა.  როგორც ისინი ამბობენ, გაურკვევლობაში არიან, რადგან შესაძლოა გარდაცვლილთა ნაწილი სხვა აღმსარებლობის იყოს.

ისტორიკოსები, რომლებიც აჭარაში რეპრესირებულთა საქმეს იკვლევდნენ, ამბობენ, რომ უმრავლესობა მუსლიმი იყო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშთების პატივით დამარხვას გეგმავს. დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, ლოცვებში მოიხსენიებენ, მხოლოდ ქრისტიანული წესით მონათლულებს.

ამავე კატეგორიაში