ბათუმში, გორგილაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

06 აპრილი 2019, 00:00 3737 ნახვა

ბათუმში, გორგილაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. მძარცველებმა აპარატიდან ფული ისე აიღეს, რომ აპარატი დაზიანებული არ არის, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 1 კვირის წინ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მემედ აბაშიძის 44 ნომერთანაც გაქურდეს, ამ შემთხვევაშიც მძარცველებმა აპარატიდან ფული ისე აიღეს, რომ აპარატი არ დაუზიანებიათ.

ამავე კატეგორიაში