მოსწავლეებო და აბიტურიენტებო საგანგაშო არაფერია - მარიამ ჯაში გამოცდების გაუქმების ინიციატივაზე

05 აპრილი 2019, 00:00 5606 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში ამბობს, რომ გამოსაშვები გამოცდის გაუქმების კანონპროექტი დარბაზში ცუდი აკუსტიკის გამო ჩავარდა, თავად ინიციატივას კი დეპუტატების მხარდაჭერა ჰქონდა.

''მხარდაჭერის პრობლემა არ იყო. რამდენიმე კოლეგამ აღნიშნა, რომ დარბაზში აკუსტიკასთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზი იყო'' - უთხრა ჟურნალისტებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ. 

მარიამ ჯაში ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებაში საგანგაშო არაფერია.

''მინდა მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, საგანგაშო არაფერია. აღნიშნულით არ იცვლება ის გადაწყვეტილება, რომელიც გუნდს აქვს მიღებული. პოლიტიკური გადაწყვეტილების და შეჯერებული პოზიციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. კანონპროექტი ორი მოსმენით, მაღალი ლეგიტიმაციით იყო მხარდაჭერილი. ეს იყო ტექნიკური ხარვეზი'' - ამბობს ''ქართული ოცნების'' დეპუტატი. 

განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის განმარტებით, გამოსავალი არსებობს და შესაძლოა, კანონპროექტი განმეორებით კენჭისყრაზე, 16 აპრილამდე დააყენონ.

საქართველოს პარლამენტში, საგამოცდო რეფორმის შესახებ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა ჩავარდა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში