ნაფიცი მსაჯულების შერჩევი პროცესი გადაიდო

04 აპრილი 2019, 00:00 1030 ნახვა

ნაფიცი მსაჯულთა  კანდიდატების  ხელახალი შესარჩევი სხდომა გადაიდო. სხდომის გადადება დაცვის მხარემ მოითხოვა. ადვოკატების განმარტებით,  შერჩეული 150 კანდიდატიდან მხარეების მიერ შედგენილი  კითხვარებს მხოლოდ სამმა გასცა პასუხი  და  სხდომაზე მხოლოდ  ისინი  გამოცხადდნენ. დაცვის მხარე განმარტავდა, რომ  დანარჩენი 147 კანდიდატის მიერ შევსებული  კითხვარების შესახებ ინფორმაციები არ ჰქონდათ.  

ადვოკატების შუამდგომლობას დაეთანხმა  ბრალდების მხარე. მოსამართლემ  ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ნაფიცების შესარჩევი პირველი სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 28 მარტს  გაიმართა, თუმცა 7 საათიანი მსჯელობის შედეგად 21-დან ვერც ერთი ვერ შეირჩა.

მხარეების მიერ შერჩეულმა 14-მა  მსაჯულებმა ვერდიქტი ქობულეთში მამაკაცის მძევლად აყვანასა და ძარცვის საქმეზე უნდა გამოიტანოს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი