ბათუმის ციხეში პატიმრებმა თვითდაზიანება მიიყენეს /სიუჟეტი/

03 აპრილი 2019, 00:00 1557 ნახვა

იმ პატიმრებმა, რომლებიც ციხეში წყალს, ვენტილაციას, სამედიცონო მომსახურებასა და ნორმალურ მოპყრობას ითხოვდნენ,  მავთულით თვითდაზიანებები მიიყენეს.  სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში სამი პატიმრის მიერ ხელში მავთულის გაყრისა და ერთმანეთზე გადაბმის შესახებ ინფორმაცია პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციამაც დაადასტურა. თუმცა უარყოფენ,  იმ პრობლემების არსებობას ბათუმის ციხეში, რომლებზეც თავად პატიმრები წერდნენ წერილში, რომელიც სხვადასხვა უწყებას და მედია საშუალებას დაახლოებით 2 კვირის წინ გაეგზავნა, მხოლოდ განმარტავენ წყლის მიწოდების საკითხს, მათი თქმით, პრობლემა  არ ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებას, ამბობენ, რომ  ციხის მიმდებარედ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.

ბათუმის ციხეში უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში