საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

03 აპრილი 2019, 00:00 1242 ნახვა

ჭავჭავაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტს ვახუშტი მენაბდეს მისი დაკავების პროცესუალურ ნაწილთან დაკავშირებით აქვს კითხვის ნიშნები. ის აცხადებს, რომ გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, გზის სავალი ნაწილის თვითნებურად დაკავებას და ლანძღვა-გინებას ედავება. მისი განცხადებით, განსაკუთრებით ლანძღვა-გინების ნაწილთან დაკავშირებით აქვს პრეტენზია და მოითხოვს, სამხრე კამერების დეტალურ ანალიზს, რადგან მიიჩნევს, რომ ოქმი შაბლონურად არის შედგენილი და ეს პრაქტიკა მავნებლურია. 

კიდევ ერთ დაკავებულს მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრს კი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში აქვს კითხვის ნიშნები და ბრალის მოხსნას ითხოვს.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15 დღიანი პატიმრობა ან 500-დან 4000 ლარამდე ჯარიმის გადახდა ეკისრებათ. მათ ინტერესებს სასამართლოში  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.  ექვსივე პირი ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშების სოლიდარობის აქციაზე 1-ელ აპრილს დააკავეს.  დაკავებულები იმავე დღეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში