განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  დაკავებულს  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

03 აპრილი 2019, 00:00 2726 ნახვა

30 მარტს ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას  პროკურორი ითხოვდა. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ  არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, არსებობდა მოწმეებზე ზეწოლის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატების მტკიცებით,  ბრალდებულს დაზარალებული  დაესხა თავს, იარაღით  კი ის მათ თავი დაიცვა. ადვოკატებმა ასევე მიუთითეს, რომ  ბრალდებული სამართალდამცავებს მისი სურვილით ჩაბარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 30 მარტს ხელვაჩაურში  არსებული უთანხმოების საფუძველზე შურისძიების მიზნით  ბრალდებულმა ცეცხლასროლით ორჯერადი გასროლით ერთ პირს თავისა და კისრის არეში მიაყენა ჭრილობები. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. დანაშაული  7 - დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში