სახალხო დამცველის ანგარიში

02 აპრილი 2019, 00:00 1350 ნახვა

ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის ყურადღების ქვეშაა ხორავას ქუჩისა და მაჩალაკაშვილის საქმეები-გაჭიანურებული გამოძიების გამო ნინო ლომჯარია პარლამენტს საგამოძიებო მასალებზე წვდომის უფლებას სთხოვს.  450-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, ომბუდსმენი საუბრობს სამართლადამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, შრომის უსაფრთხოებაზე, სასამართლოში მიმდინარე პროცესებსა და საპრეზიდენტო არჩევნებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ  აჭარაში 9-ჯერაა გაზრდილი დაკავების შემდეგ მიყენებული დაზიანებათა მაჩვენებელი.

უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა უფლებებისა და  გენდერული თანასწორობის დაცვაზეც. ნინო ლომჯარიას ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებული მძიმე პირობები და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაეფექტურობაც.  ოპოზიცია ამბობს, რომ გამოუძიებელ საქმეებზე ისინი ერთ წელზე მეტია საუბრობენ და კვლავ მოუწოდებენ ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ. მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების 75 პროცენტი გაითვალისწინეს და მომავალშიც გააგრძელებენ ამ პრაქტიკას.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი